USD 2.7904

EUR 2.9031

TRY 0.0764

GBP 3.5167

RUB 0.031596

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში Crosty-ის  მაღაზია იხურება

თბილისში Crosty-ის მაღაზია იხურება

2024-02-17 22:03:00

Crosty თბილისში მაღაზიას ხურავს და საქართველოში ოპერირებას საერთაშორისო ონლაინ მაღაზიით გააგრძელებს.

Business Insider Georgia თანადამფუძნებლების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

,,CROSTY CONCEPT STORE - უნიკალური სივრცე, რომელიც თანამედროვე შოპინგის გამოცდილებასადა ხელოვნებას აერთიანებს,

მიმდინარე წლის 1-ელ მარტს დაიხურება.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა, თუმცა ის დაეფუძნა ბრენდისგლობალური განვითარების სტრატეგიას და მზადყოფნას ახალი, საინტერესო მოგზაურობისდასაწყებად.

ვამაყობთ, რომ შევძელით, შეგვექმნა გამორჩეული ადგილი თბილისში, რომელმაც არაერთსოციალურ-კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა. ჩვენს შემოქმედებასთან ერთად, ქართველიარტისტების ნამუშევრების წარდგენით, წლების მანძილზე, ერთმანეთთან ვაკავშირებდით მოდითადა ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს.

გულწრფელ მადლობას ვუხდით ჩვენს გუნდს და ერთგულ საზოგადოებას. თქვენმა მხარდაჭერამ, ესსივრცე შემოქმედებისა და თავისუფლების სიმბოლოდ აქცია.

შემდეგი ეტაპი გაბედულ წინგადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის, აშშ- უკავშირდება. გვჯერა, ეს არისშესაძლებლობა, ბრენდის ისტორია და მისი ქართული საწყისები ფართო აუდიტორიას გავაცნოთ.

CROSTY საქართველოში ოპერირებას საერთაშორისო ონლაინ მაღაზიით გააგრძელებს. ამიერიდან,გაგაცნობთ ჩვენს ამბიციურ გეგმებს, რომლებიც ახალ პროექტებს, კოლექციებსა და კოლაბორაციებსუკავშირდება.

ჩვენი მისია უცვლელია. გამოგვყევით პროგრესის, შესაძლებლობებისა და მუდმივი მოძრაობისგზაზე | გიორგი და შოთა მიქაიები," - აღნიშნულია მომხმარებლებისთვის გაგზავნილ წერილში. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები