USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში Cinnabon® -ის ბრენდის კაფე-საცხობი გაიხსნება

თბილისში Cinnabon® -ის ბრენდის კაფე-საცხობი გაიხსნება

2023-05-16 03:01:07

დესერტის მოყვარულებს განსაკუთრებული სიახლე ელით. სულ რამდენიმე დღეში თბილისის გასტრონომიულ ბაზარზე Cinnabon®-ის ბრენდის კაფე-საცხობი გაიხსნება.

როგორც Cinnabon® Georgia-ს პიარ-დირექტორი ქეთი ფეიქრიშვილი Business Insider Georgia - სთან ამბობს, კაფე-საცხობში წარმოდგენილი იქნება უმაღლესი ხარისხის დესერტები თბილი ცომისა, დარიჩინისა და შოკოლადის არომატით, მსოფლიოში განთქმული Cinnabon®-ის დარიჩინის როლები, სხვადასხვა დესერტი და სხვა.

მრავალფეროვანი უალკოჰოლო სასმელების ასორტიმენტი, რომელიც გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასებითა და გათვლილია ყველა სეგმენტის მომხმარებლისთვის.

„საქართველოში Cinnabon-ის შემოსვლა სიახლეა, თუმცა ბრენდი გლობალურ ბაზრებზე ძალიან ცნობილი და პოპულარულია. ვისაც კი უცხოეთში გაუსინჯავს ამ დესერტების გემო, სულმოუთქმელად ელოდება Cinnabon® - ის გახსნას, ხოლო, მათ ვინც არ იცის ნამდვილი Cinnabon® -ის გემო, დიდი ინტერესით ელიან.

ჩვენი როლები იქმნება ყველა ასაკის ადამიანისთვის, ამდენად, მომხმარებელს, რომელიც არ იცნობს Cinnabon®-ს, ვპირდებით, რომ წინ დიდი სიამოვნება ელის, ხოლო „გალერია თბილისი“ არის ის ადგილი, სადაც ჩვენი პირველი კაფე-საცხობი განთავსდება", - აცხადებს ქეთი ფეიქრიშვილი.

მისი ინფორმაციით, კონცეფციიდან გამომდინარე, Cinnabon®-ი ძირითადად მდებარეობს ხალხმრავალ ადგილებში, როგორიცაა სავაჭრო ცენტრები, აეროპორტები, ტურისტულად დატვირთული მოედნები და გასართობი ცენტრები.

Cinnabon® Georgia პირველ კაფე-საცხობს 16 მაისს, „გალერია თბილისში“ გახსნის. კაფეში საწყის ეტაპზე დაახლოებით 15 ადამიანი დასაქმდება.

ცნობისთვის, Cinnabon®-ი 1985 წელს, აშშ-ში დაარსდა. სინაბონის დარიჩინის როლები არის უკონკურენტო მსოფლიოში კაფე საცხობებს შორის, რადგან ის იქმნება უმაღლესი ხარისხის ექსკლუზიური პროდუქტებით. კომპანია ქმნის ახალ, არომატულ, ცხელ- ცხელ დარიჩინის როლებს, სხვადასხვა ცომეულს და სინაბონის სასმელებს - „ჩილატებს“, ასევე მომხმარებელს შეეძლება სინაბონში მიირთვას, გამორჩეულად არომატული ყავა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები