USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში ,,ბლაუენშტაინის“ ახალი ფილიალი გაიხსნა

თბილისში ,,ბლაუენშტაინის“ ახალი ფილიალი გაიხსნა

2023-05-22 19:30:39

თბილისში „ბლაუენშტაინის“ რიგით მესამე ფილიალი გაიხსნა, რომელიც აღმაშენებლის ხეივანზე #145, მე-13 კილომეტრზე მდებარეობს.

ეს ბრენდის კიდევ ერთი ფილიალია თბილისში, სადაც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის, შვეიცარიული რეცეპტებითა და ტექნოლოგიით წარმოებული დავარგებული ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენა შეუძლია.

როგორც „ბლაუენშტაინ საქართველოს“ დირექტორი თათია არაბიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, კომპანია საქართველოში 200-ზე მეტი დასახელების ხორცპროდუქტით არის წარმოდგენილი.

რაჭაში კომპანიას საკუთარი საქონლის ფერმა და პირველადი დამუშავების საწარმო აქვს, ხორცის საბოლოო დამუშავება კი თბილისში ხდება და საფირმო მაღაზიებს მიეწოდება.

ხორცპროდუქტების გარდა, ,,ბლაუენშტაინის“ ფილიალებში ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქციაც იყიდება, ძირითადად რძის პროდუქტები და ,,ბოსტნის“ ნატურალური ქათმის ხორცი.

„ჩვენ ხორცისა და ხორცპროდუქტების 80-მდე დასახელება გვაქვს. ყველაფერი ჩვენსავე საწარმოში მზადდება. ამასთან, ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ბიზნესთან, გვაქვს შვეიცარიული ყველი და ადგილობრივი ტექნოლოგიით დამზადებული პური, რომელიც ასევე უმაღლესი ხარისხისაა.

ამ ეტაპზე 3 ობიექტი გვაქვს თბილისში: ფალიაშვილზე, წერეთელსა და უკვე აღმაშენებლის ხეივანზე. ფერმიდან მომხმარებლის კალათამდე სრულ ჯაჭვს კომპანია თვითონ აკონტროლებს, ამ მხრივ ჩვენი წარმოება გამორჩეულია. რაც მთავარია, ჩვენი პროდუქტი 100 პროცენტით ნატურალურია და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებსა და კონსერვანტებს, ამიტომ უგემრიელესია და აბსოლუტურად ჯანსაღი", - ამბობს თათია არაბიძე.

რაც შეეხება გაყიდვებს, კომპანიის დირექტორის განცხადებით, წლიდან წლამდე მოთხოვნა და შესაბამისად წარმოება, 8-10%-ით იზრდება. ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ბლაუენშტაინი“ 2008 წელს დაარსდა, რისი მიზანიც რაჭის მხარდაჭერა და რეგიონში მეცხოველეობის დარგის აღდგენა გახლდათ.

ცნობისთვის, „ბლაუენშტაინის“ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმები ონის რაიონის სოფელ შარდომეთში მდებარეობს.

მეღორეობის კომპანიამ ონის რაიონის სოფელ სორში ააშენა. ამასთან, ,,ბლაუენშტაინი“ პირველი კომპანია, რომელმაც მომხმარებელს დავარგებული ხორცი შესთავაზა.

კომპანიაში სტაბილურად 60 ადამიანია დასაქმებული, ხოლო სეზონზე ეს მაჩვენებელი 70-ის ფარგლებშია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები