ახალი და თანამედროვე ცენტრი სექტემბერის ბოლოს, თბილისში. დ.აღმაშენებლის ხაივანზე 118 ნომერში გაიხსნება. შოურუმი მულტიბრენდული კონცეფციისაა, სადაც სიტროენის და ოპელის ბოლო თაობის ავტომობილები იქნება წარმოდგენილი.
ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია შპს. მეკრე, რომელიც საავტომობილო სფეროში 2019 წლიდან მოღავწეობს და მსოფლიოს უმსხვილესი ტრანსნაციონალური კორპორაციის სტელანტისის/STELLANTIS-ის ორ ბრენდს – სიტროენს და ახლა უკვე ოპელსაც წარმოადგენს საქართველოში.
შოურუმის მთლიანი სივრცე ორივე ბრენდისთვის ინდივიდუალურად მოეწოყობა, სადაც მომხმარებელი თითოეული ბრენდის ინდივიდუალურ ხელწერას და ბრენდის კონცეფციას მარტივად შეიცნობს.
კომპანიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეგმად კვლავ რჩება საქართველოში არსებული ავტოპარკის ახალი და თანამედროვე ავტომობილებით განახლების ხელშეწყობა, ბრენდების სამოდელო რიგის მაქსიმალური გაფართოვებით და საფასო პოლიტიკის ხელმისაწვდომობის კუთხით, რაც უდავოდ, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც ქვეყნისთვის ისე თითოეული მოქალაქისთვის.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში