თბილისს აშშ-ის რეალტორთა ასოციაციის პრეზიდენტი კენ რასელი ეწვევა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარემ და კომპანია Noble Real Estate-ს ხელმძღვანელმა ვაჟა მებაღიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, კენ რასელი თბილისში პირველად უძრავი ქონების კვირეულის ფარგლებში ჩამოდის, რომელიც აპრილში, „ექსპო ჯორჯიაში“ იმართება.
მებაღიშვილის ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები მთავრობის წევრებთან და სექტორის წარმომადგენლებთან. მხარეები საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის პერსპექტივასა და რეალტორთა სერტიფიცირების საკითხებს განიხილავენ.
შეგახსენებთ,რომ აშშ-ის რეალტორთა ასოციაციას 1 მილიონზე წევრი ჰყავს.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში