USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპასპორტო კონტროლის ზონა გაფართოვდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპასპორტო კონტროლის ზონა გაფართოვდა

2023-09-04 14:02:50

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia, მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნის მიზნით, აეროპორტების ინფრასტრუქტურის მუდმივ გაუმჯობესებაში ინვესტირებას განაგრძობს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის გამტარობის გაზრდის ხელშესაწყობად და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რიგების შესამცირებლად, მთლიანად შეიცვალა და მოდერნიზდა სასაზღვრო ჯიხურები.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების სივრცეში განთავსდა 10 ახალი, თანამედროვე დიზაინის ჯიხური. პროექტის შედეგად, 8 მეტრით გაიზარდა საპასპორტი კონტროლის სივრცის სიგრძე, ხოლო ფართობი - 240 კვადრატული მეტრით და ჯამში 510 კვადრატული მეტრი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთნაკადის გამტარობას.

პროექტში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 350 ათას ლარს აჭარბებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები