USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის Lost & Found-ში მოხვედრილი ნივთები აუქციონზე არ იყიდება – TAV Georgia

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის Lost & Found-ში მოხვედრილი ნივთები აუქციონზე არ იყიდება – TAV Georgia

2023-12-13 16:38:51

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანია TAV Georgia სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც თითქოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის Lost & Found-ში მოხვედრილი ნივთები აუქციონზე იყიდება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც სოციალურ ქსელში სხვადასხვა ყალბი გვერდის მეშვეობით ვრცელდება, თითქოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დაკარგული და მოუკითხავი ბარგის განყოფილებაში (Lost & Found) მოხვედრილი ნივთები აუქციონზე იყიდება.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია" სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს სრულ სიყალბეს, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

კომპანიამ დეზინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად და ყალბი გვერდების დასაბლოკად სათანადო რეაგირება უკვე მოახდინა“, - აცხადებენ TAV Georgia-ში. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები