USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის რომელ უბნებზე გაიცა ყველაზე მეტი სამშენებლო ნებარვა

თბილისის რომელ უბნებზე გაიცა ყველაზე მეტი სამშენებლო ნებარვა

2023-07-12 09:01:14

Galt & Taggart-ი თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ივნისის მიმოხილვას აქვეყნებს.

2023 წლის 5 თვეში სამშენებლო ნებართვები წლიურად 124.5%-ით გაიზარდა, რაც შესაბამისობაშია 2020 წლიდან არსებულ ზრდის ტენდენციასთან.

„ამ დინამიკის გაგრძელებას საშუალოვადიან პერიოდში სავარაუდოდ უძრავი ქონების ფასებსა და ქირებზე დაღმავალი ზეწოლა ექნება.

აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი მშენებლობის ნებართვები 2023 წლის 5 თვეში თანაბრად განაწილდა თბილისის ცენტრალურ, ფართო ცენტრსა და გარეუბნებს შორის (34%/33%/33%).

ამასთან, საშუალო ნებართვის ზომა წლიურად 37.5%-ით გაიზარდა, რაც ხაზს უსვამს დეველოპერების პრეფერენციას უფრო დიდ საცხოვრებელ პროექტებზე.

ყველაზე მეტი სამშენებლო ნებართვა გაცემულია საბურთალოზე, შემდეგ დიდ დიღომსა და ისანში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები