USD 2.794

EUR 2.901

TRY 0.0776

GBP 3.4794

RUB 0.02884

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

2023-08-06 20:47:58

დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,  ხიდის ქვეშ,  გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება რამდენიმე ეტაპად შეიზღუდება.

პირველ ეტაპზე,  მიმდინარე წლის 6 აგვისტოდან 16 აგვისტომდე პერიოდში, შეზღუდვა შეეხება  დავით ბაქრაძის ქუჩის ნაწილს,  სადაც ავტომანქანების  გადაადგილება შესაძლებელი იქნება მოძრაობის საპირისპირო მხარეს, დავით ბაქრაძის ქუჩიდან  აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მიმართულებით.

ასევე, შეიზღუდება გადაადგილება აკაკი ბელიაშვილიდან დავით ბაქრაძის ქუჩაზე  ჩამსვლელი ავტომანქანებისთვის, რომლებსაც მოძრაობა შეეძლებათ გრიგოლ რობაქიძის გამზირის მიმართულებით.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები