USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის „ევროპარკი“ ფუნქციონირებას წყვეტს

თბილისის „ევროპარკი“ ფუნქციონირებას წყვეტს

2023-06-28 13:02:59

თბილისის „ევროპარკი“ ( EUROPARK) ფუნქციონირებას წყვეტს. ინფორმაცია საცურაო კომპლექსის Facebook-ზეა ხელმისაწვდომი. .

„გვინდა გაცნობოთ, რომ სამწუხაროდ თბილისის „ევრო პარკი“ აღარ ფუნქციონირებს. მადლობა ჩვენს თითოეულ ვიზიტორს მრავალწლიანი და დაუვიწყარი მოგონებებისათვის,“ - აღნიშნულია „ევროპარკის“  Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

შპს ევროპარკი 2005 წელს დაფუძნდა. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 100%-ს რუსეთის მოქალაქე როლანდ ისაევი ფლობს. დირექტორია იოსებ შავიშვილი.

Business Insider Georgia თბილისის „ევროპარკის“ დახურვის მიზეზებს არკვევს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები