USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის და ბათუმის აეროპორტები ნახშირბადის ემისიებზე აკრედიტებულია

თბილისის და ბათუმის აეროპორტები ნახშირბადის ემისიებზე აკრედიტებულია

2023-11-29 11:00:01

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა Airport Carbon Accreditation Level 2 სერტიფიკატი, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა Level 1 სერტიფიკატი მიიღო.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ TAV Georgia-ს მართვაში არსებული ორივე აეროპორტი აქტიურად მუშაობს CO2-ის ემისიების შესამცირებლად, შესაბამისად, ჩართულია სათბური აირების ემისიების მართვის მოწინავე პროგრამაში.

„Airport Carbon Accreditation-ის Level 2 ხაზს უსვამს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ძალისხმევას, გაზომოს, მართოს და შეამციროს CO2 ემისიები“ - აცხადებენ TAV Georgia-ში. 

Airport Carbon Accreditation არის გლობალური სათბური აირების ემისიების მართვის სერტიფიცირების ინსტიტუციურად დამტკიცებული ერთადერთი პროგრამა აეროპორტებისთვის. ის დამოუკიდებლად აფასებს აეროპორტების ძალისხმევას CO2 ემისიების მართვისა და შემცირების კუთხით, ასევე არის აეროპორტისთვის სპეციფიკური სათბური აირების მართვის ერთადერთი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ მეთოდოლოგიას ეყრდნობა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები