USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ნაწილობრივ  შეიზღუდა

თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდა

2023-05-19 18:32:45

თბილისის მერიის ცნობით, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 19 მაისიდან 25 მაისის 00:00 საათამდე თავისუფლების მოედანზე   ტრანსპორტის მოძრაობა ერთი ზოლით შეიზღუდა, ხოლო სატრანსპორტო გადაადგილების მიმართულებები  უცვლელი დარჩა.

შეზღუდვის პერიოდში შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერების ადგილი - ალექსანდრე პუშკინის სახელობის სკვერთან მდებარე გაჩერების ნაცვლად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი რუსთაველის გამზირისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩის კვეთასთან გაჩერდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები