USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტანსაცმლის ქართული ბრენდი Paraìso თბილისში შოურუმს ხურავს

ტანსაცმლის ქართული ბრენდი Paraìso თბილისში შოურუმს ხურავს

2023-08-09 16:00:37

ტანსაცმლის ქართული ბრენდი Paraìso შოურუმს ხურავს. ამის შესახებ Business Insuder Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა თეონა ფერაძემ განუცხადა. 

„თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე შოურუმის დახურვის გადაწყვეტილების საფუძველი, რებრედინგი გახდა. ტანსაცმლის გაყიდვას Paraìso-ს ბრენდის ქვეშ ონლაინ განვაგრძობთ“, - ამბობს თეონა ფერაძე. 

Paraìso-ს თანადამფუძნებლის თქმით, ბრენდის რებრედინგი, სავარაუდოდ წლის ბოლოს დასრულდება. 

„ჩვენი სურვილია ქალის ტანსაცმლის ხაზს, მამაკაცისა და ბავშვის ხაზიც დავამატოთ. ამ საკითხზე მიდის მუშაობა. რაც შეეხება საწარმოს, ანალოგიური დატვირთვით იმუშავებს“, - ამბობს თეონა ფერაძე. 

კომპანია 2016 წელს დეიდაშვილებმა, თამთა ფურთუხიამ და თეონა ფერაძემ დააფუძნეს. ,,პარაისო" წლიურად 300 000 უნიფორმას კერავს. გარდა ამისა, ბრენდი ფერადი კოლექციების, ყოველდღიური კაბებისა თუ კლასიკური სამოსის მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები