RETCO-სა და USAID-ის პროგრამას ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ შორის გაფორმდა პარტნიორობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, USAID-ის თანადაფინანსებით 1 450 000 აშშ დოლარის ინვესტიციით იწყება პროექტი, რომლის მიზანია ელექტრო ენერგეტიკულ სექტორში არსებული პროფესიული უნარების გაუმჯობესება/განვითარება. თანამშრომლობის დაწყების დოკუმენტს ხელი მოაწერეს RECTO-ს დირექტორმა ზურაბ კაპანაძემ და USAID-ის პროგრამის “დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის“ დირექტორის მოადგილემ საბა სარიშვილმა.
USAID-ისა და RETCO-ს თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი კოლეჯი (GEECC (Georgian Electrical Engineers Community College)) კონკრეტულ სარგებელს მოუტანს ისეთ სამიზნე ჯგუფებს, როგორიცაა დასაქმებულები, ბიზნესი, სახელმწიფო და საზოგადოება.
არსებული ხუთი პროგრამის:
პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით, ელექტრო ენერგეტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, ასევე დასაქმებულ ელექტროინჟინრებს უფასო სწავლისა და გადამზადების შესაძლებლობას მისცემს. ორი წლის განმავლობაში მომზადება/გადამზადებას გაივლის 360 ბენეფიციარი.
დაინტერესებული პირებისთვის კონკრეტული, გაზომვადი სარგებლის მოტანის გარდა, კოლეჯმა „დადებითი“ ზეგავლენა უნდა მოახდინოს ელექტრო ენერგიის უსაფრთხო, მდგრად და ენერგო-ეფექტურ გამოყენებაზე.
კოლეჯი შენდება რუსთავში, რეტკოს თანამედროვე, 3 ჰექტარზე გაშენებულ ინფრასტრუქტურში, რაც უზრუნველყოფს სწავლების პროცესის არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული აქტივობებით მიმდინარეობას.
სწავლა დაიწყება 2024 წლის აპრილიდან, სადაც ბენეფიციარების მაქსიმალური ჩართულობისთვის სასწავლო პროცესი წარიმართება HyFlex (In Person, Synchronized Online, Asynchronized Online) მეთოდოლოგიით.
სასწავლო პროცესში ქართველ ახალგაზრდა, დასავლური თეორიულ-პრაქტიკული გამოცდილების მქონე, სპეციალისტებთან ერთად, ჩაერთვებიან კოლეჯის ისეთი საერთაშორისო პარტნიორები, როგორებიცაა [LEEA, SIEMENS, SEL, SADALES TIKLS…].
სასწავლო პროცესთან, რეგისტრაციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გავრცელდება უახლოეს მომავალში.
შპს ,,რეტკო“ ელექტროტექნიკური კომპანიაა, რომელიც 15 წელია ქართულ ბაზარზე ქმნის უსაფრთხო, მდგრად და ენერგო ეფექტურ ინფრასტრუქტურას.
თანამშრომლობა RETCO-სა და USAID-ს შორის ,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პროგრამის ფარგლებში ენერგეტიკული პროექტის განხორციელება იწყება
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში