USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტაიფუნი ჰაიკუი, სავარაუდოდ, ტაივანს დღეს დღის მეორე ნახევარში დაატყდება თავს

ტაიფუნი ჰაიკუი, სავარაუდოდ, ტაივანს დღეს დღის მეორე ნახევარში დაატყდება თავს

2023-09-03 10:12:32

ტაიფუნი ჰაიკუი, სავარაუდოდ, ტაივანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ტაიტუნგას, დაახლოებით საღამოს 5 საათზე დაატყდება თავს, - ამის შესახებ ინფორმაციას კუნძულის ამინდის ცენტრალური ბიურო ავრცელებს.

ჰაიკუი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველი ტაიფუნი იქნება.

ამინდის ბიუროს ცნობით, ტაიფუნი ამჟამად დასავლეთისკენ საათში 9 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობს და და მას ძლიერი ქარი მოჰყვება.

მოსალოდნელია, რომ ტაიფუნს აღმოსავლეთ ტაივანში უხვი ნალექი გამოიწვევს. ამინდის ბიუროს გაფრთხილების თანახმად, ჰაიკუიმ შეიძლება გამოიწვიოს წყალდიდობა და მეწყერი.

კუნძულის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მუნიციპალიტეტის 2800-ზე მეტი მცხოვრები ევაკუირებულია.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები