USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
T0P - 10 კომპანია სქართველოდან, რომელიც უკრაინასთან ექსპორტში დაწინაურდა

T0P - 10 კომპანია სქართველოდან, რომელიც უკრაინასთან ექსპორტში დაწინაურდა

2023-08-06 08:14:20

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში უკრაინა საქართველოს ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში ბოლო ადგილეზეა. უკრაინაში იანვარ-ივნისში ექსპორტზე $50 მილიონის ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 1,6%-ია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდტან შედარებით კლება  -42.6%-ია. 

კომპანიები რომლებმაც უკრაიბაში 2023 წლის იანვარ-ივნისში ყველაზე მატი პროდუქტი გაიტანეს: 

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
  • სს თელიანი ველი
  • შპს აგრინოლ კავკაზ
  • შპს ეი-ბი-ეფ
  • შპს ი-არ-სი დისთრიბუშენ ჯორჯია
  • შპს კავკასიის ავტოიმპორტი
  • შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
  • შპს ლეგომეტალ
  • შპს ნამი
  • შპს ქართული ვაზი მარანი

(კომპანიების სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

რას ყიდის საქართველო უკრაინაში: 

ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები (ლიტრი 100% სპირტი)            12,553.9  2,824,957  
მსუბუქი ავტომობილები (ცალი)              7,255.0           519  
მინერალური და მტკნარი წყლები (ლიტრი)              6,902.8  8,583,655  
ყურძნის ნატურალური ღვინოები (ლიტრი)              6,402.5  2,286,275  
ნავთობი და ნავთობპროდუქტები              4,126.8      2,191.8  
ნარჩენები და ჯართი სპილენძისა              2,370.6        308.0  
ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული              1,862.7      1,577.0  
თხილი და სხვა კაკალი              1,098.3        219.3  
წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით (ლიტრი)                 705.6  1,168,749  
პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით                 701.5        593.6  
დანარჩენი საქონელი              6,049.1  

 

საქართველოდან უკრაინაში ექსპორტში, პროდუქციის ჩამონათვალში პირველ ადგილზეა ეთილის სპირტი, მეორეა  მსუბუქი ავტომობილები, ხოლო მესამე ადგილს მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი იკავებს. 

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები