USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
STEAM პროგრამებში გოგოების ჩართულობა 18-22%-ით გაიზარდა - Robo Coder-ი

STEAM პროგრამებში გოგოების ჩართულობა 18-22%-ით გაიზარდა - Robo Coder-ი

2023-06-19 10:30:12

საგანმანათლებლო კომპანია Robo Coder-ის პროგრამებში გოგოების ჩართულობა მატულობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ნინი ბექაური Business Insider Georgia - თან ამბობს, აქამდე დიდი უპირატესობით ბიჭები ლიდერობდნენ მაგრამ ბოლო პერიოდში გოგოებიც გააქტიურდნენ და მოთხოვნა მათი მხრიდან 18-22 %-ის ფარგლებში გაიზარდა.

„საქართველოში საკმაოდ გვიან მოხდა გააზრება, რამდენად მნიშვნელოვანია STEAM პროგრამებში ბავშვების ჩართულობა. Lego საგანმანათლებლო პროგრამა აღიქმებოდა, როგორც მხოლოდ გასართობი, სათამაშო აქტივობა, როცა ის უკვე 40 წელიწადზე მეტია გამოიყენება მსოფლიო საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებებში და თანამშრომლობს უახლესს ტექნოლოგიურ პლატფორმებთან და კომპანიებთან. ასევე დღემდე არსებობს სტერეოტიპი, რომ კონსტრუქტორების და პროგრამირების აქტივობა განკუთვნილია მხოლოდ ბიჭებისთვის, რაც არაჯანსაღი მიდგომაა და მსგავსი ტიპის კომპანიების განვითარებას აფერხებს. თუმცა გახსნიდან მესამე სასწავლო წელს საგრძნობლად მომატებულია მოსწავლეების ჩართულობა.

განსაკუთრებით სასიხარულოა გოგოების მონაწილეობა ჩვენს პროგრამებში. 2022-2023 სასწავლო წელს გოგოების რაოდენობა 18-22% ით გაიზარდა და ეს მაჩვენებელი მზარდია მომავალშიც", - ამბობს ნინი ბექაური.

Robo Coder-ის ხელმძღვანელის თქმით, კომპანიებს ხარისხის შესანარჩუნებლად და ამ სფეროში მსოფლიო სიახლეების დასანერგად მუდმივად ესაჭიროებათ რესურსების განახლება, კადრების გადამზადება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

გარდა ამისა, როგორც ბექაური აღნიშნავს, კომპანიაში სწავლება დაფუძნებულია Lego education საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაზე და ქართველი ბავშვების მოთხოვნებზე არის ადაპტირებული.

ცნობისთვის, Robo Coder-ი საგანმანათლებლო სივრცეა, სადაც ბავშვები და მოზარდები სწავლობენ და ეუფლებიან მომავლის უნარებს, აწყობენ და აპროგრამებენ რობოტებს Lego-კონსტრუქტორების დახმარებით.

კომპანია 2020 წელს დაარსდა. პროგრამები გათვლილია 3-15 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის. კურსებისა და სწავლის პროცესში გამოყენებული რესურსებიდან გამომდინარე სწავლის საფასური 120-170 ლარამდე მერყეობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები