USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ფინანსური ტვირთი მოეხსნებათ - გიორგი ამილახვარი

სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ფინანსური ტვირთი მოეხსნებათ - გიორგი ამილახვარი

2023-09-17 22:39:19

ასეთი მხარდამჭერი ღონისძიებები სწორედ ის ინვესტიციაა, რომელიც ქვეყანას მომავალში დიდ შედეგს მოუტანს, - ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის ფინანსური დავალიანების განულებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ფინანსური ტვირთი მოეხსნებათ და ისინი შეძლებენ, სწავლა მათთვის სასურველ სასწავლებელში გააგრძელონ.

„მათთვის ნებისმიერ უნივერსიტეტის კარი ღია იქნება. ჩვენთვის მთავარია პროფესიული, ადამიანური კაპიტალის შექმნა. შესაბამისად, ასეთი მხარდამჭერი ღონისძიებები სწორედ ის ერთი ჩადებული აგურია, ის ინვესტიციაა, რომელიც დარწმუნებული ვარ, მომავალში დიდ შედეგს მოუტანს ამ ქვეყანას“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები