ევროკავშირში წლებია გაწევრიანების წინა მხარდაჭერის (IPA) ინსტრუმენტი არსებობს, რომლითაც 27 წევრი სახელმწიფოს ერთობა კანდიდატ ქვეყნებსა და პოტენციურ კანდიდატებს მათი საზოგადოებების, სამართლებრივი სისტემებისა და ეკონომიკის ტრანსფორმაციაში ეხმარება.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს არის ინვესტიცია ევროკავშირის მომავალში, რაც ევროპას უფრო უსაფრთხოსა და ეკონომიკურად ძლიერს ხდის უახლოესი მეზობელი ქვეყნების სტაბილურობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერით.
„გაწევრიანების წინა მხარდაჭერის ინსტრუმენტი ევროკავშირს ეხმარება მიაღწიოს ისეთ მიზნებს, როგორიცაა მშვიდობა და სტაბილურობა, მდგრადი ეკონომიკური ზრდა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა. გარდა ამისა, ხელს უწყობს პოლიტიკურ, ინსტიტუციურ, სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს, მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და აახლოებს საზოგადოებებს ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან“, - ამბობს Busienss Insider Georgia-სთან ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა.
ევროკავშირი- საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ ევროკავშირი საქართველოში ამ ეტაპზე 160-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 500 მლნ ევროს შეადგენს. გიორგი კაჭარავა ვარაუდობს, რომ სტატუსის მიღების შემდეგ, გაწევრიანების წინა მხარდაჭერის ინსტრუმენტის ფარგლებში, ეს მხარდაჭერა კიდევ გაიზრდება.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება