რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტის, სქილვილის ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა ფონდის - ბიზნესი Neo განათლებისთვის დაფუძნებას.
ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს იმ ადამიანების განათლებაში ჩართვას, ვისაც ამის საშუალება არ აქვს.
13 მარტს, სასტუმრო პულმანში, ოფიციალურად დაანონსდება ფონდის - ბიზნესი Neo განათლებისთვის დაფუძნება, რომელშიც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ბაზრის მსხვილი დამსაქმებელი კომპანიებიგაწევრიანდებიან. კომპანიები ხელმოწერით დაადასტურებენ ფონდში გაწევრიანებას და თავიანთ წვლილს ამ საქმეში.
ფონდის საქმიანობა გულისხმობს მოწყვლადი ჯგუფების განათლებისა და კარიერული განვითარების დაფინანსებას, რომელთაც აქვთ სურვილი ისწავლონ პროგრამირება და ციფრული პროფესიები, თუმცა არ აქვთ ამის ფინანსური შესაძლებლობა.
ამ მიზნით, ფონდში უკვე გაწევრიანდნენ ისეთი მსხვილი კომპანიები და ბიზნესები, როგორიცაა Lineate, არქი, თეგეტა, Terminal, Phubber, კრისტალი, HT Solutions.
ღონისძიებას დაესწრებიან სქილვილის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებიდან, კერძო და საჯარო სექტორებიდან.
ღონისძიება პლატფორმა Women in Cyber-თან თნამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება.
შეგახსენებთ, რომ სქილვილი რეგიონში პირველი ნეო უნივერსიტეტია, სადაც სწავლება შესაძლებელია პროგრამირების, კიბერუსაფრთხოების, ციფრული მარკეტინგის და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში