USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Skillwill-მა ავატარის შესაქმნელად კონკურსი გამოაცხადა

Skillwill-მა ავატარის შესაქმნელად კონკურსი გამოაცხადა

2024-02-17 13:37:00

20 თებერვლის ჩათვლით, შეიმუშავე რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტის ავატარი, რომელიც თანხვედრაში იქნება სქილვილის მისიასთან, მიზნებთან და ვიზუალურ სტილთან. გაეცანი ბრენდბუქსhttps://bit.ly/3HR6GvI 

კონკურსი წარიმართება 2 ეტაპად:

პირველ ეტაპზე მონაწილეებმა 22 თებერვლის ჩათვლით უნდა შექმნან ავატარის 2D კონცეფცია, მეორე ეტაპზე გადასულმა კონკურსანტებმა კი, 29 თებერვლის ჩათვლით, 3D ავატარის საბოლოო ვერსია უნდა წარმოადგინონ.


გიზიარებთ მახასიათებლებს, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ავატარზე მუშაობისას:

- ავატარის სამიზნე აუდიტორია: 15-35 წელი

- პერსონაჟი: განმანათლებელი 

- Hero-inspired ფუტურისტული ელემენტებით, რესპექტაბელური

პერსონაჟი უნდა აერთიანებდეს განმანათლებლის ღირებულებებს და ინსპირირებული იყოს უახლესი ტექნოლოგიებით

გამარჯვებულს გადაეცემა პრიზი $5,000. (*თანხა მოიცავს გადასახადებს).

გამარჯვებულს გამოავლენს კომპანიის მიერ შერჩეული ჟიური.

მონაწილეობა შეგიძლიათ ოგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდებს

კონკურსის დეტალურ აღწერას, წესებსა და პირობებს გაეცანიბმულზე: https://bit.ly/48erKHj
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები