შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse-მა, $19 მილიარდზე (17,6 მილიარდი CHF) რუსული აქტივები დაბლოკა, რაც შვეიცარიაში დეკლარირებული რუსული აქტივების მესამედია.
ამის შესახებ გამოცემა Sonntags Zeitung იტყობინება.
ბანკის მიერ დაბლოკილი თანხიდან მხოლოდ $4,32 მილიარდი ეკუთვნით იმ პირებს, რომლებიც ადრე შვეიცარიის ხელისუფლების მიერ დაწესებული სანქციების სიაში მოხვდნენ. დანარჩენი $14,7 მილიარდი სხვა ქვეყნებში სანქციებს დაქვემდებარებული პირების აქტივებია.
გარდა ამისა, Credit Suisse-მა გააყინა რუსეთის ცენტრალური ბანკისა და რუსეთის სახელმწიფოს სახსრები.
მანამდე, შვეიცარიის ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნომ $8,1 მილიარდის რუსული აქტივებისა და 15 უძრავი ქონების ბლოკირების შესახებ განაცხადა.
ამ აქტივების ბლოკირება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში უკრაინაში, ( 2022 წლის 24 თებერვალს) სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებაზე, რომელიც ევროკავშირმა მეცხრე პაკეტის ფარგლებში დაამტკიცა.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება6 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა