USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შუა დერეფანში ტრანსპორტირების ფასი 5 წელი არ შეიცვლება - ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი

შუა დერეფანში ტრანსპორტირების ფასი 5 წელი არ შეიცვლება - ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი

2023-10-04 22:00:00

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) გამტარუნარიანობა შესაძლოა, 5-ჯერ გაიზარდოს. 

ამის შესახებ ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრმა მარატ კარაბაევმა საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკის ფორუმზე „ახალი აბრეშუმის გზა“ ასტანაში განაცხადა.

"ჩინეთიდან ევროპაში ტვირთი ამ დერეფნის გავლით 18 დღეში ჩადის. ეს არის მხარეებს შორის უმოკლესი მარშრუტი", - განაცხადა მარატ კარაბაევმა.

„აზერბაიჯანის, საქართველოსა და ყაზახეთის რკინიგზის ადმინისტრაციამ შექმნა ერთობლივი საწარმო. ეს კომპანია მთელ მარშრუტზ მოქმედებს როგორც სატრანსპორტო ოპერატორი. ჩვენ განვსაზღვრეთ ტრანსპორტირების ღირებულება მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ეს ფაქტორი იზიდავს ტვირთის გადამზიდველებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტრანსპორტირების ფასი 5 წელი არ შეიცვლება“, - დასძინა კარაბაევმა. 

შეგახსენებთ, რომ შუა დერეფანი აკავშირებს ჩინეთისა და ევროკავშირის ქვეყნების საკონტეინერო სარკინიგზო სატვირთო ქსელებს ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გავლით.

მრავალმხრივი მულტიმოდალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა აკავშირებს კასპიისა და შავი ზღვების საბორნე ტერმინალებს ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, უკრაინის და პოლონეთის სარკინიგზო სისტემებთან.

შუა დერეფანი ხელს უწყობს ტვირთების გადაზიდვის ზრდას ჩინეთიდან თურქეთამდე, ასევე ევროპის ქვეყნებში და საპირისპირო მიმართულებით.

ამ დერეფნის გასწვრივ გამავალი ბლოკის მატარებელი საქონელს ჩინეთიდან ევროპაში აწვდის საშუალოდ 20-25 დღეში და ეს არის ამ სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები