საქართველოს რკინიგზის დელეგაცია შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში შტადლერის ოფიციალურ წარმომადგენლობას შეხვდა.
„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, მხარეების მიერ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც შტადლერის სრული პასუხისმგებლობის ქვეშ, საქართველოს რკინიგზის კუთვნილი შტადლერის წარმოების 4 მატარებლის კაპიტალურ რემონტსა და 3 წლიან უწყვეტ გეგმიურ შეკეთებას უზრუნველყოფს.
ქართულმა და შვეიცარულმა მხარემ მომავალში აქტიური თანამშრომლობის შესახებ მზაობა გამოთქვეს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შტადლერის ქარხანა დაათვალიერეს.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში