შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის კომპანია Geosafety/ჯეოსეიფთის მომსახურებაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია.
კომპანია მაღალი ხარისხის სერვისებით გამოირჩევა და თანამშრომლობს როგორც მაღალი რისკის შემცველ ობიექტებთან, ასევე მომსახურების სხვადასხვა სეგმენტთან, მათ შორის არიან სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები, საწარმოები და კვების ობიექტები, რომელთაც „ჯეოსეიფთი“ ახალი სტანდარტის დანერგვაში ეხმარება.
აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Geirgia- თან ,,ჯეოსეიფთის" დამფუძნებელი კახა დათიაშვილი საუბრობს.
„ქვეყნის მასშტაბით მომსახურებას ვუწევთ ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროს და ვთავაზობთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს, რომელიც მათ საჭიროებებზეა მორგებული.
ამ ეტაპზე ვთანამშრომლობთ 400-მდე კომპანიასთან, და დაახლოებით 10 000 ლოკაციაზე ვოპერირებთ. ამაში შედის ქსელური კომპანიები, ბანკები, სავაჭრო დაწესებულებები, სამშენებლო კომპანიები, საწარმოები და ა.შ. ხარისხიან სერვისებს ვთავაზობთ როგორც მაღალი რისკის შემცველ ობიექტებს, ასევე მომსახურების სეგმენტს.
გვაქვს აგრეთვე აკრედიტირებული კურსები, რომლის საშუალებითაც სპეციალისტები გადავამზადეთ თბილისსა და ბათუმში. გარდა ამისა, ,,სპარის", ,ფუდმარტის" და ,,იოლის" მფლობელ კომპანიებს ვთავაზობთ კომბინირებულ პაკეტს, რომლის მეშვეობითაც არა მარტო შრომის უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ, არამედ სურსათის უვნებლობის სისტემის HACCP-ის სტანდარტის დანერგვაში ვეხმარებით", - აცხადებს კახა დათიაშვილი.
გარდა ამისა, უსაფრთხოების ნორმების სწავლება/ტრენინგი ,,ჯეოსეიფთის"| საქმიანობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფაქტორი, რომელიც მონაწილეობს სრულფასოვანი სისტემის ჩამოყალიბებაში.
ბათუმში კომპანიამ 300-მდე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი გადაამზადა. კომპანიამ მყარად იკიდებს ფეხს სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებითაც. სამომავლო გეგმაშია მომხმარებლებისთვის სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ინვენტარის შეთავაზება.
როგორც კახა დათიაშვილი ამბობს, ბოლო წლებში შრომის უსაფრთხოების კუთხით დიდი პროგრესია, შესაბამისად, ბოლო 2-3 წელიწადში მოთხოვნა თითქმის გაორმაგებულია.
ცნობისთვის, GeoSafety არის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც მომხმარებელს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სრულ მომსახურებას სთავაზობს.
კომპანია 2019 წელს გამოჩნდა ბაზარზე, სადაც 30-მდე სპეციალისტი იყო დასაქმებული. დღეს ეს მაჩვენებელი 70-მდეა. გარდა დედაქალაქისა, კომპანია ფილიალებს ფლობს აჭარაში, იმერეთსა და კახეთში.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში