USD 2.8224

EUR 2.9418

TRY 0.0786

GBP 3.5382

RUB 0.028728

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შოთა არველაძე თურქული „ქარაგიუმრუქის“ მთავარი მწვრთნელი გახდება

შოთა არველაძე თურქული „ქარაგიუმრუქის“ მთავარი მწვრთნელი გახდება

2023-12-11 19:40:04

თურქეთის სუპერ ლიგის გუნდმა, „ქარაგიუმრუქმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ შოთა არველაძესთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწია და ქართველი სპეციალისტი გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდება.

არველაძე აღნიშნულ თანამდებობაზე ალფარსლან ერდემს შეცვლის და ეს მისთვის „ქაიზერსპორის“, „ქასიმფაშას“ და „ტრაბზონსპორის“ შემდეგ, მეოთხე თურქული გუნდი იქნება, რომელშიც მთავარ მწვრთნელად იმუშავებს. გარდა ამ კლუბებისა, შოთა არველაძე თელ-ავივის „მაკაბის“ და ტაშკენტის „პახტაკორს“ წვრთნიდა, მისი სამწვრთნელო კარიერის ბოლო გუნდი კი ინგლისური „ჰალ სიტი“ იყო 2022 წელს.

„ქარაგიუმრუქს“ თურქეთის სუპერ ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩის შემდეგ 17 ქულა აქვს და მე-11 პოზიციას იკავებს.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები