USD 2.8095

EUR 2.9106

TRY 0.0783

GBP 3.4877

RUB 0.028964

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შოკოლადის საახალწლო ფესტივალი Choco Fest

შოკოლადის საახალწლო ფესტივალი Choco Fest

2023-11-19 08:43:02

 გვიახლოვდება ჯადოსნური, ტკბილი და საახალწლო შოკოლადის ფესტივალი 

„შოკოლადის საახალწლო ფესტივალი“ 2 და 3 დეკემბერს 12:00-საათიდან 19:00 საათამდე ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში გაიმართება

ფესტივალი ''ბასტი ბუბუს'' კონცერტით გაიხსნება, გელოდებათ ''ქუჩის თეატრის'' წარმოდგენა და დრამერების შოუ 

სანტა, მხიარული წამყვანი, გათამაშებები, გათამაშებები და გათამაშებები

შოკოლადიანი ჩურჩხელების მომზადების მასტერკლასი

ხელნაკეთი საახალწლო ნივთები

ცოცხალი მუსიკა 

ეკოშემეცნებითი აქტივობები ბავშვებისთვის

წარმოდგენილი იქნება, როგორც საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი, ასევე სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადის მრავალფეროვნება 

ვრცელი პროგრამა: 

13:00 ბასტი ბუბუს კონცერტი (2 დეკემბერი) 
14:00 გასართობი აქტივობები 
15:00 ქუჩის თეატრი და დრამერების შოუ 
15:30 ეკოშემეცნებითი აქტივობები
16:00 გათამაშებები 
17:00 თათარას მოდუღებისა და შოკოლადიანი ჩურჩხელის მასტერკლასი 
18:00 ბენდი - ცოცხალი მუსიკა 

- - - - - - - - - - - - - - - - - 

შოკოლადის ფესტივალის მხარდამჭერია ქ. თბილისის მერია 

ფესტივალის პარტნიორია - შოკოლატერია არტიზანი

ბაღში შემოსვლის საფასური: 

ზრდასრულები 4 ლარი; 
6 წლამდე ბავშვები უფასოდ;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
სტუდენტი/პენსიონერი 1 ლარი;
სოციალურად დაუცველი უფასო; 

ახალი წელი იწყება აქ! 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები