USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოება კანონმდებლობით დარეგულირდება

შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოება კანონმდებლობით დარეგულირდება

2023-04-28 13:45:46

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა „ტრანსპორტის სფეროში მართვისა და რეგულირების შესახებ" საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე ისაუბრა.

გურამ გურამიშვილის განცხადებით, კანონპროექტი საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების შემუშავების და მისი დამტკიცების მიზნით მომზადდა და მისი ამოქმედება 2025 წლის 1-ელი იანვრიდან იგეგმება.

მინისტრის მოადგილემ ცვლილებების მომზადების მიზეზებიც განმარტა და აღნიშნა, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის საკითხები არ რეგულირდება, რაც  უსაფრთხოების გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს.

შესაბამისად, მიზანშეწონილია კანონმდებლობაში გაჩნდეს ჩანაწერი, რომელიც შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტს ერთიანი სატრანსპორტო სისტემის ნაწილად აქცევს და სატრანსპორტო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავ საშუალებებზე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები