USD 2.8049

EUR 2.9362

TRY 0.077

GBP 3.5476

RUB 0.031735

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შიდა ფრენების მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დაინიშნა

შიდა ფრენების მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დაინიშნა

2024-04-30 14:43:00

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 8 ავიარეისს ნიშნავს. დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 2-8 მაისის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:

2 მაისი: ნატახტარი - ამბროლაური გაფრენა -17:00 საათზე, ამბროლაური - ნატახტარი გაფრენა  -18:15 საათზე.

3 მაისი: ნატახტარი - მესტია,  გაფრენა - 16:30  საათზე, მესტია - ნატახტარი გაფრენა - 18:15 საათზე.

6 მაისი: ნატახტარი -ამბროლაური,  გაფრენა - 17:15 საათზე, ამბროლაური- ნატახტარი გაფრენა - 18:15 საათზე.

8 მაისი: ნატახტარი - მესტია გაფრენა - 16:15 საათზე, მესტია - ნატახტარი გაფრენა 18:15 საათზე;

შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით - 90 ლარს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები