USD 2.8153

EUR 2.9482

TRY 0.0773

GBP 3.5569

RUB 0.031989

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შალვა პაპუაშვილი მალტის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი მალტის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

2023-05-08 15:10:26

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს ანჯელო ფარუჯას შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებით, საქართველოსა და მალტას შორის ორმხრივ ურთიერთობებში გაჩნდა კავშირების გაღმავების საჭიროება. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში.

მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო კავშირებზე, მათ შორის, სექტორულ კომიტეტებს შორის თანამშრომლობაზე. აგრეთვე, მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ხალხთაშორის ურთიერთობების, განათლების, ზღვაოსნობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და სხვა მიმართულებებით.

შალვა პაპუაშვილი ანჯელო ფარუჯას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესზე ესაუბრა; აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს მალტა მხარს დაუჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ანჯელო ფარუჯა საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ მალტის გამოცდილებაზე ესაუბრა და ამ საკითხზე საქართველოს სრული და უპირობო მხარდაჭერა დააფიქსირა.
საპარალამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები, ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, გივი მიქანაძე, ქეთევან თურაზაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები