სესხების მშპ-თან ფარდობა ტრენდს ქვემოთ ნარჩუნდება, რაც მსესხებლების ვალის ტვირთისა და მოწყვლადობის შემცირებაზე მიუთითებს, - ამის შესახებ ფინანსური სტაბილურობის ანგარიშშია აღნიშნული. სებ-ის განმარტებით, სესხების მშპ-თან ფარდობამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შემცირება განაგრძო და 2023 წლის მეორე კვარტალში, გრძელვადიანი ტრენდის ქვემოთ ნარჩუნდება.
„სესხების მშპ-თან ფარდობის შემცირება განპირობებულია მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის გამყარების ეფექტებით (იხ. დიაგრამა III.6), რაც მსესხებლების ვალის ტვირთისა და მოწყვლადობის კლებაზე მიუთითებს. მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, 2024 წლის ბოლოს სესხების მშპ-თან ფარდობა ტრენდს დაუახლოვდება“, - აღნიშნულია ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში