„შოთის“ პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება. 2022 წელს კომპანიამ წარმოებს გაორმაგება შეძლო, ხოლო მომხმარებელთა რიგებში უკვე საკმაოდ ბევრი ტურისტია, რომლებსაც უყვართ და მოსწონთ „შოთის“ გამორჩეული გემოსა და ხარისხის სენდვიჩები.
კომპანიის დამფუძნებელი ალუდა არაბული Busines Insider Georgia- თან ამბობს, რომ გეგმაში აქვთ ადგილობრივ ბაზარზე გაფართოება, რის შემდეგაც გეზს ექსპორტზე აიღებენ, ხოლო საორიენტაციო ბაზარი საწყის ეტაპზე ევროკავშირი იქნება.
„ქართული შოთი სენდვიჩების ხაზით პირველად შევთავაზეთ მომხმარებელს და მოწონებამაც არ დააყოვნა. მომხმარებელთა წრე მუდმივად იზრდება. გვახარებს ის ფაქტი, რომ უკვე ტურისტებშიც პოპულარული ვართ და ჩვენი წარმოების მიმართ უცხოელებიც განსაკუთრებულ ინტერესს ავლენენ.
მათმა დამოკიდებულებამ კიდევ უფრო მოგვანდომა უცხოურ ბაზარზე ოპერირება, მაგრამ მანამდე ადგილობრივ ბაზარზე გვინდა გაფართოება. ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია „ბაზარი ორბელიანზე", სადაც ჩვენი სტუმრის რაოდენობა დღითიდღე მატულობს. ყოველდღიურად უამრავ დადებით შეფასებას და პოზიტივს ვიღებთ", - ამბობს „შოთის“ დამფუძნებელი.
ცნობისთვის, „შოთი“ მომხმარებელს ქართული ენდემური ჯიშის ხორბლით, წითელი დოლით და ლომთაგორათი გამომცხვარი შოთის პურის სენდვიჩებს სთავაზობს. კომპანია სტაბილურად 15 ადამიანს ასაქმებს.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში