2023 წლის სექტემბერში რუსეთის ბაზარი კიდევ 11-მა უცხოურმა კომპანიამ დატოვა.
რუსეთის ფედერაციიდან წასული ბიზნესების საერთო რაოდენობამ 284-ს მიაღწია. ბაზრის დასატოვებლად ემზადება კიდევ 2 000 კომპანია.
ამას მოწმობს KSE ინსტიტუტის მონიტორინგის შედეგები.
KSE ინსტიტუტის მონაცემებით, 2023 წლის სექტემბერში 11 საერთაშორისო კომპანიამ სრულად დაასრულა რუსეთიდან გასვლა, მათ შორის: Bilfinger (სავარაუდოდ შიდა ტრანზაქცია, ვინაიდან ახალი მფლობელი უცხოელი კერძო პირი იყო);
რუსეთის ბაზრიდან გავიდა British American Tobacco, Fletcher Hotels, IHI Corporation, Ingram Micro, Magna International, Mondi Group, National Investment Company, Ponsse PLC, PPG, Volvo Cars.
„კიდევ სამი კომპანია გავიდა ნაწილობრივ და ადგილობრივი აქტივების ნაწილი გაყიდა. ესენია: Philips, Softline International, Knorr-Bremse. გარდა ამისა, ბევრი კომპანია ფაქტობრივად გასვლის პირასაა, თუმცა მათ ჯერ არ დაუსრულებიათ ეს პროცესი.
კერძოდ, რუსეთის ბაზრიდან გადიან ცნობილი საკვების მწარმოებელი Danone, ჰოლდინგური კომპანია Ingka, IKEA - ავეჯისა და საყოფაცხოვრებო საქონლის მაღაზიათა ქსელი და სამხრეთ კორეის ავტომწარმოებელი Hyundai და სხვები“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
მთლიანობაში, 2023 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, 284-მა (KSE მონაცემთა ბაზაში ჩანაწერების მიხედვით) საერთაშორისო კომპანიამ სრულად შეწყვიტა საქმიანობა რუსეთში. ასევე, 1225-მა (მთლიანი 35.1%) უცხოურმა ბიზნესმა დახურა საქმიანობა და გამოაცხადა ქვეყნიდან გასვლის განზრახვის შესახებ.
უახლესი
5 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება5 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა