USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-მა დოლარი გაყიდა, თუმცა ლარი კვლავ გაუფასურდა

სებ-მა დოლარი გაყიდა, თუმცა ლარი კვლავ გაუფასურდა

2023-09-21 17:09:26

ეროვნული ბანკის მონაცემებით დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6879 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6750 ლარი იყო.

დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0129 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8637 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8631 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ 0.0006 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 22 სექტემბერს შევა.

დღეს, ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე გაიყიდა 37 150 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6884  შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები