USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-მა აგვისტოს "თვის მიმოხილვა" გამოაქვეყნა

სებ-მა აგვისტოს "თვის მიმოხილვა" გამოაქვეყნა

2023-08-04 15:51:38

საქართველოს ეროვნული ბანკმა 2023 წლის აგვისტოს "თვის მიმოხილვა" გამოაქვეყნა. მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია
2023 წლის ივლისში წლიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა, ხოლო ივნისთან შედარებით ფასების საერთო დონე თითქმის არ შეცვლილა
საქართველოში წლიური ინფლაციის შემცირება გრძელდება - ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ 1.3 პპ-ით მოიკლო, თუმცა ჯერ ისევ მაღალია და 7.2% შეადგენს
საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის ფასები ძირითადად იკლებს, ბოლოდროინდელი გაძვირების მიუხედავად ნავთობის ფასები წლიურად შემცირებულია, ხოლო საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულება პანდემიანმდელ დონეს დაუახლოვდა. ეს ტენდენციები საქართველოს ბაზარს გადმოეცემა და გამყარებული ლარის კურსის ფონზე ინფლაციას ამცირებს. ინფლაციის შემცირებას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც ხელს უწყობს

საბანკო სექტორი
2023 წლის ივნისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 13.5%-ით გაიზარდა
დეპოზიტების დოლარიზაცია, ივნისში, წინა თვესთან შედარებით 0.2 პპ-ით გაიზარდა და 51.0%-ს შეადგენს
ივნისში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 9%-ს გაუტოლდა

საგარეო სექტორი
იმპორტი - ივნისში საქონლის იმპორტი წლიურად 10.0%-ით გაიზარდა. საქონლის იმპორტის მატება უმეტესად სამომხმარებლო სახის საქონლის იმპორტის ზრდამ განაპირობა
ექსპორტი - ივნისში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 22.5%-ით გაიზარდა
ივნისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა თვიურად4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 5.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები