დღეს გვქონდა პირველი საორგანიზაციო შეხვედრა. ხვალიდან შეიკრიბება კომისია და სამუშაო გრაფიკზე შევათანხმდებით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის წევრმა ნიკოლოზ ყაველაშვილმა განუცხადა.
„ჩვენ სებ-ის საბჭოს კანდიდატთა 28 კაციან სიას დღეს გავეცანით. ბევრ მათგანს ვიცნობ და ბევრი საკმაოდ ღირსეული კანდიდატია. ვიმუშავებთ და სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებს ინდივიდუალურად შევხვდებით“,-აცხადებს ყაველაშვილი.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევად, საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულებით დღეს კომისია შექმნა, რომლის პირველი სამუშაო შეხვედრაც დღეს ორბელიანების სასახლეში გამართა.
კომისიის წევრები არიან:
თამარ სულუხია - თსუ ეკონომიკის საერთაშორსო სკოლის ISET--ის და ISET კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი - კომისიის თავმჯდომარე;
არჩილ მესტვირიშვილი - IMF-ის ექსპერტი;
ნიკოლოზ ყაველაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი;
გიორგ ხიშტოვანი - PMC კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორი;
გიორგი ისაკაძე - მედია კომპანია BMG-ის გენერალური პროდიუსერი;
ქეთევან თათოშვილი - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ ეკონომიკურ საკითხებში - კომისიის მდივანი.
კომისია დღეს კანდიდატთა შერჩევის პროცედურებზე, შეფასების კრიტერიუმებსა და მუშაობის გრაფიკზე შეთანხმდა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში დღეისათვის ვაკანტურია 4 წევრის თანამდებობა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის 28 მსურველის განაცხადი შემოვიდა.
კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა 12 აპრილს გაიმართება. კომისია შერჩეულ კანდიდატურებს საქართველოს პრეზიდენტს 2024 წლის 20 აპრილამდე წარუდგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კომისია
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება