USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-ი სისტემური ბანკებისთვის დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალურ მოთხოვნას (MREL) აწესებს

სებ-ი სისტემური ბანკებისთვის დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალურ მოთხოვნას (MREL) აწესებს

2023-05-31 12:33:18

ფინანსური სტაბილურობის ხელშესაწყობად ეროვნული ბანკი სისტემური ბანკებისთვის დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალურ მოთხოვნას (MREL) აწესებს1. 

აღნიშნული რეგულაციის დაწესების რეკომენდაცია 2021 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში ჩატარებული ფინანსური სექტორის შეფასების საერთო პროგრამის ფარგლებში იქნა გაცემული და იგი ევროპის ბანკის გაჯანსაღებისა და რეზოლუციის დირექტივის (BRRD) ჩარჩოს მიერ გათვალისწინებულ საერთო პრაქტიკას ემყარება.  MREL მოთხოვნის მიზანია, ბანკების მიერ წინასწარ ბალანსის იმგვარი სტრუქტურის შექმნა, რომელიც სტრესულ სიტუაციაში რეკაპიტალიზაციის გზით ბანკის მდგრადობას შეუწყობს ხელს. (იხ. დამატებითი ინფორმაცია)

„საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2023 წლის 27 სექტემბერს გაიმართება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები