USD 2.7384

EUR 2.8548

TRY 0.0792

GBP 3.4293

RUB 0.026619

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი კლინიკების დამატება დროებით შეჩერდა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი კლინიკების დამატება დროებით შეჩერდა

2023-03-02 09:40:22

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი კლინიკების და სერვისის მიმწოდებლების რეგისტრაცია/დამატება, 2023 წლის 31 დეკემბრამდე, დროებით შეჩერდა. ნფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

გადაწყვეტილების მიზანი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი, გაუმჯობესებული სერვისების მიწოდება და პროგრამაში ჩართულ დაწესებულებათა ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრაა.

ამ პერიოდში სამინისტრო ვალდებულია შეიმუშაოს კრიტერიუმები და სტანდარტები, რომლითაც პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის, სამართლიანი და კონკურენტული პირობები განისაზღვრება.

პროგრამაში უკვე ჩართული ყველა კლინიკა, ვალდებულია შეინარჩუნოს ის სერვისები, რომელსაც პროგრამის ფარგლებში ახორციელებდნენ.

შეზღუდვა არ ვრცელდება ზოგადი ანესთეზიით სტომატოლოგიური მომსახურებასა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციაზე.

შესაბამისი მთავრობის დადგენილება მიმდინარე წლის 21 თებერვლიდან შევიდა ძალაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები