საწვავის გაძვირება მომსახურების სფეროზე მკვეთრ გავლენას მოახდენს. ძვირდება ფაქტობრივად ყველა სფერო, რომლის ტარიფებშიც საწვავის კომპონენტი მონაწილეობს, მათ შორის - მგზავრთა გადაყვანის მიმართულება.
როგორც „დიდუბის ავტოსადგურის" დირექტორი ნესტორ მიქატაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, ცვლილება დაახლოებით 10%-ის ფარგლებში იქნება მოსალოდნელი. თუმცა მანამდე ავტოსადგურის ადმინისტრაციაში მძღოლებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელების განცხადება უნდა დაფიქსირდეს, რასაც მსვლელობა მიეცემა.
„როგორც წესი, მგზავრთა გადამყვანები არიან მძღოლები და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელები. ფასებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მათი მომართვის საფუძველზე ვიღბთ. მოგვმართავენ თხოვნით, მათ განცხადებას ვარეგისტრირებთ და შემდეგ უკვე ვახდენთ ფასების კორექტირებას.
ამ ეტაპზე სერვისების გაძვირებასთან დაკავშირებით განცხადება ,,დიდუბის ავტოსადგურში" არ შემოსულა, თუმცა რამდენადაც ვიცი, აპირებენ, რომ განცხადებით მოგვმართონ. სავარაუდოდ, არაუმეტეს 10%-ით მოხდება მომსახურების გაძვირება. ეს არის ზღვარი, რომელსაც არ გავცდებით, მაგრამ ესეც საეჭვოა, რადგან კონკურენცია არის არაჯანსაღი ,,მტაცებლებთან" დაკავშირებით კვლავ უმძიმესი მდგომარეობაა და ფასების ზრდა შეიძლება მოთხოვნაზე უარყოფითად აისახოს, ამასაც ვითვალისწინებთ.
საკითხი საშემოდგომო სესიაზე გადაწყდება, თუმცა ამ ეტაპზე ნამდვილად რთული სიტუაციაა, რაც რიგი გადაწყვეტილებების მიღებაში ხელს გვიშლის. ერთ-ერთი ასეთი საკითხი კი სწორედ სატარიფო ცვლილებაა, მაგრამ საწვავის გაძვირების გამო სხვა გამოსავალიც არ ჩანს", - აცხადებს ნესტორ მიქატაძე.
საქართველოს საწვავის ბაზარზე ბენზინისა და დიზელის გაძვირების ტენდენცია დაფიქსირდა.
იგივე თემაზე:
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში