USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საწოლების ჭარბი რაოდენობის გამო, მათი დატვირთულობა პანდემიის პირობებშიც დაბალ დონეზე შენარჩუნდა - Galt & Taggart

საწოლების ჭარბი რაოდენობის გამო, მათი დატვირთულობა პანდემიის პირობებშიც დაბალ დონეზე შენარჩუნდა - Galt & Taggart

2023-05-03 17:30:22

საქართველოს ჰოსპიტალური სექტორი დაბალი ეფექტურობით ხასიათდება, - ამის შესახებ  Galt & Taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.

როგორც Galt & Taggart-ში აცხადებენ, საავადმყოფო საწოლების რაოდენობა 2021 წელს 1,000 ადამიანზე 5.6-ს შეადგენდა, რაც შესადარის და მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მაჩვენებელს აღემატება.

„საწოლების ჭარბი რაოდენობის გამო, მათი დატვირთულობა პანდემიის პირობებშიც დაბალ დონეზე შენარჩუნდა (55% 2021 წელს)“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის კვლევაში. 

სექტორის კონსოლიდაციის შედეგად, საქართველოში საწოლების დატვირთულობა 2012 წელს 63%-მდე გაიზარდა, თუმცა, საწოლფონდის ზრდის გამო, 2013 წელს 50%-მდე დაეცა.

დატვირთულობა Covid-19-მდე ამ მაჩვენებლის ფარგლებში დასტაბილურდა, შემდეგ კი, 2021 წელს 55%-მდე გაიზარდა.

თუმცა, საქართველოს საწოლფონდის დატვირთულობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირისა (77%) და დსთ-ს (83%) საშუალო მაჩვენებლებს, რაც არაეფექტურობის მიმანიშნებელია.

აღსანიშნავია, რომ საავადმყოფოების პრივატიზება 2007 წლიდან მიზნად ისახავდა მოძველებული და ჭარბი რაოდენობის საწოლების განახლებას.

შედეგად, 2012 წელს საწოლების რაოდენობა 1,000 კაცზე 3.0-მდე შემცირდა, რის შემდეგაც სექტორი გადავიდა გაფართოების ფაზაში და 2021 წელს საწოლების რაოდენობამ 1,000 მოსახლეზე 5.6-ს მიაღწია (ჯამურად 20.6 ათასი საწოლი).

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები