USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საცხოვრებელ კორპუსში 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლა, მეზობლების თანხმობის საფუძველზე იქნება შესაძლებელი

საცხოვრებელ კორპუსში 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლა, მეზობლების თანხმობის საფუძველზე იქნება შესაძლებელი

2024-02-13 16:56:00

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს შეზღუდვას, რომლის თანახმადაც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები.

კანონპროექტი პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით დაინიცირდა.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება.

„მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, ერთდროულად სამზე მეტი, ორი თვის ან მეტი ასაკის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უმრავლესობის თანხმობის გარეშე გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია კანონპროექტში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები