სასტუმრო „სტამბაში“ საერთო სამუშაო სივრცე გაიხსნა: D Block Workspace @ Stamba. როგორც „აჭარა ჯგუფის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, კომპანია @D Block ახალი ინიციატივაა, რომელიც სტარტაპების, შემოქმედებითი ინდუსტრიების, ბიზნესისა და საგანმანათლებლო აქტივობების, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მზარდი ეკოსისტემაა.
D Block-ის სერვისები სხვადასხვა სახის სამუშაო სივრცეებს მოიცავს, როგორც ინდივიდებისთვის ისე სხვადასხვა ზომის გუნდებისთვის. სივრცეების ყველა ფუნქციონალი, ტექნიკური აღჭურვილობა თუ ფორმატი პროდუქტიულობაზე, ცოდნის გაცვლაზე და კომფორტულ სამუშაო პროცესზე ორიენტირდება.
D Block Workspaces განვითარდება როგორც თბილისის სხვადასხვა უბანში, ისე საქართველოს რეგიონებში.
გაიგეთ მეტი: https://dblock.com/
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში