USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საშუალო წლიური ინფლაცია 2023 წელს 2.7% იქნება - Galt & Taggart-ის პროგნოზი

საშუალო წლიური ინფლაცია 2023 წელს 2.7% იქნება - Galt & Taggart-ის პროგნოზი

2023-11-07 11:00:46

Galt & Taggart-ი 2023 წელს წლიური ინფლაციას 2,7%-ის ფარგლებში პროგნოზირებს. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის ბაზრის განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

„2023 წლის ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია, მცირედით, 0.8%-მდე გაიზარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 0.7%-ის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში 2016 წლის ნოემბრის შემდეგ სურსათის და უალკოჰოლო სასმელები ფასები პირველად შემცირდა წლიურად, რამაც თითქმის გაანეიტრალა ნავთობის ფასებიდან გაზრდილი ზეწოლა ინფლაციაზე.

ამასთან, აგრეგირებულ დონეზე, ოქტომბერში იმპორტირებული და შერეული საქონლის ინფლაცია კვლავ უარყოფითი იყო და ადგილობრივად წარმოებული საქონლის ფასების კლება როგორც მოსალოდნელი იყო გაგრძელდა და 4.5% შეადგინა (+5.3% წ/წ სექტემბერში).

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებ-ლების და თამბაქოს ფასებს, წლიურად 2.1%-მდე შემცირდა, წინა თვის 2.5%- დან.

2023 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (-1.2% წ/წ, -0.42პპ),
  • ჯანდაცვა (-3.2% წ/წ, -0.33პპ), ალკოჰოლური სასმელები,
  • თამბაქო (+6.6%, +0.45პპ) და საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი (+4.2%, +0.43პპ).
  • 2023 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ადგილი ჰქონდა 0.6%-იან ინფლაციას, რაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ზრდამ ტრანსპორტის (+3.6%, +0.45პპ) კატეგორიაში.

„ჩვენი პროგნოზით, საშუალო წლიური ინფლაცია 2023 წელს 2.7%, ხოლო 2024 წელს 3.5% იქნება“, - ნათქვამია მიმოხილვაში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები