USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სასაქონლო ნომენკლატურის კოდები შეიცვალა - შემოსავლების სამსახური

სასაქონლო ნომენკლატურის კოდები შეიცვალა - შემოსავლების სამსახური

2024-02-02 15:14:00

2024 წლის 26 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული, „საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის 2022 წლის რედაქციის საფუძველზე მომზადებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ)“

„შესაბამისად, დასახელებული პერიოდიდან საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია უნდა განხორციელდეს აღნიშნული სეს ესნ-ის მიხედვით.

აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის მიხედვით, საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები