USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სარეკლამო კომპანია Elegance ბაზარზე ახალ სერვისებს გამოიტანს

სარეკლამო კომპანია Elegance ბაზარზე ახალ სერვისებს გამოიტანს

2024-02-23 13:00:00

 

სარეკლამო კომპანია Elegance, რომელიც 4 წელზე მეტია ბაზარზეა, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურებითაა ცნობილი. ციფრული ბეჭდვა, პრომო პროდუქცია და შესაფუთი მასალები, ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რასაც მომხმარებელი საკმაოდ მაღალი ხარისხითა და კონკურენტული ფასებით მიიღებს.

  • რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა სარეკლამო კომპანია Elegance

კომპანია დამკვეთებს სთავაზობს პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს. სერვისის მორგება ნებისმიერი საქმიანობის, საჭიროებისა და მოთხოვნის მქონე კომპანიებზე მარტივად ხდება. კომპანია ბაზარზე გამოდის საშუალო და მაღალი ხარისხით, რათა შეკვეთის გაფორმება ნებისმიერმა დამკვეთმა შეძლოს მათი ფინანსური შესაძლებლობისა და მოთხოვნების მიხედვით.

Elegance ხელს უწყობს ახალბედა კომპანიებს, ე.წ. სტარტაპებს. მცირე კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ მინიმალური ტირაჟით მიიღონ მათთვის სასურველი პროდუქტი. შეკვეთები მზადდება უმოკლესს ვადაში ხარისხის სრული დაცვით. „მნიშვნელოვანია, რომ ყოველ დამკვეთს ვუდგებით ინდივიდუალურად, ვითვალისწინებთ მათ მოთხოვნებს. თუ ტექნიკურად მათი მოთხოვნები არ სრულდება, ან სრულდება დაბალი ხარისხით, ვეძებთ ალტერნატიულ გამოსავალს, რათა საბოლოოდ დამკვეთმა მიიღოს მაღალი ხარისხის პროდუქტი,“ - ამბობს Elegance-ს დამფუძნებელი.

  • რას სთავაზობს Elegance დამკვეთებს

ციფრული ბეჭდვა (სავიზიტოები, ბროშურები, ბირკები, ლეიბები...), პრომო პროდუქცია (ტექსტილზე ბეჭდვა, იარლიყების დამზადება, სუვენირების ბრენდირება, სასაჩუქრე ნაკრებებს აწყობა კორპორაციული შეკვეთებისთვის, ბრენდირებული შოკოლადები...) შესაფუთი მასალები, ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რასაც მომხმარებელი Elegance-სგან საკმაოდ მაღალი ხარისხითა და კონკურენტული ფასებით მიიღებს. კომპანიის სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი. კომპანიას ჰყავს, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მომხმარებელი. •

  • რა გეგმები აქვს სარეკლამო კომპანია Elegance-ს

Elegance-ს დამფუძნებელი მარიამ ტაინოვი Business Insider Georgia-სთან აცხადებს, რომ კომპანია გაფართოებასა და საკუთარი მომხმარებლებისთვის მეტი სერვისის შეთავაზებას გეგმავს, რისთვისაც უცხოეთიდან ახალი დანადგარები ჩამოაქვს, რომელსაც დღეს სხვა კომპანიები არ ფლობენ. მისი თქმით, Elegance-ს მომხმარებელთა რაოდენობა წლიდან-წლამდე მზარდია და ახალი დანადგარების ჩამოტანისა და ახალი სერვისების დამატების შემდეგ კომპანია უფრო მეტ კმაყოფილ კლიენტს პროგნოზირებს.

  • Elegance-ს მომხმარებლები კომპანიაზე

სარეკლამო კომპანიის მომხმარებლები ამბობენ, რომ Elegance-ს მენეჯმენტმა კარგად იცის დროის ფასი და ესმის ხარისხის მნიშვნელობა. სერვისის დამკვეთების თქმით, სარეკლამო კომპანიასთან კომუნიკაცია საკმაოდ მარტივია და რაც მთავარია მომხმარებელი იღებს ზუსტად იმ მომსახურებას, რასაც უკვეთავს.

რუსკა გვარამაძე - Geoworld Events-ის დამფუძნებელი:

Elegance-სის სერვისით კმაყოფილი ვართ. თავის დროზე საკმაოდ ფორსმაჟორულ ვითარებაში დავუკავშირდით ამ კომპანიას. ბევრი სტამბებია, მაგრამ შაბათ-კვირას არ მუშაობენ და ასეთ დროს ძნელია სერვისის მიღება. თუმცა გვქონდა ერთ-ერთი ღონისძიება, სადაც გვჭირდებოდა ბეჭდური მასალა და Elegance მართლა სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ სოციალურ ქსელში, დავუკავშირდით და კვირა დღეს დაგვეხმარნენ ბეჭდური მომსახურებით, კონკრეტული ბარათების დამზადებაში. ამ დღის შემდეგ Elegance-სთან მჭიდრო და ახლო თანამშრომლობა ჩამოგვიყალიბდა, რადგანაც არიან ძალიან ოპერატიულები და ყურადღებიანები. ძალიან ხარისხიან მომსახურებას გვთავაზობენ და კომუნიკაციაც მათთან სასიამოვნო და მარტივია.

ანი ჩაჩანიძე - ნიანი სტუდიოს დამფუძნებელი:

Elegance-სთან მაკავშირებს 2 წლიანი პარტნიორული თანამშრომლობა. მე ვარ პირველი ხელოვანი, რომელმაც საქართველოში ეპოქსიდის კულტურა დააფუძნა. შესაბამისად, მჭირდებოდა მაღალი ხარისხის მასალები, ამ შემთხვევაში სარეკლამო მომსახურება. ვინაიდან ამ სფეროში დიდი გამოცდილება მაქვს, კარგად ვერკვევი ხარისხში. კომპანია Elegance-სთან კომუნიკაცია არის საკმაოდ კომფორტული, რაც ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია. Elegance-ს აქვს საკმაოდ მაღალი ხარისხი და კონკურენტული ფასების შესაძლებლობა. კარგი ალტერნატივაა ბიზნესისთვის. Elegance-ს მომსახურებით კმაყოფილი ვარ.

ნათია დარჩია - T&N Darchia-ს დამფუძნებელი:

არეკლამო სააგენტო Elegance-სთან საკმაოდ კარგი და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს. T&N Darchia Elegance-სთან დაახლოებით 3 წელია თანამშრომლობს და აქტიურად ვუკვეთავთხოლმე სავიზიტო ბარათებს, ლენტებზე ჩვენს სახელს ვაბრენდინებთ, ასევე ტანსაცმელზე ლოგოებსა და ასე შემდეგ. Elegance-სგან საკმაოდ მაღალი ხარისხის მომსახურებას ვიღებთ, რაც ჩემი ბრენდისთვის მნიშვნელოვანია.

ანუკი მანია - რესტორანი „კულტურას“ დამფუძნებელი:

Elegance-სთან დაახლოებით 3 წელია ვთანამშრომლობთ. თავის დროზე Elegance მართლა შემთხვევით ავირჩიე, სოციალური ქსელიდან გავიგე ამ კომპანიის შესახებ და პირველი შეკვეთის შესრულების შემდეგ მომეწონა, იმიტომ რომ კარგი მომსახურება და სერვისები ჰქონდათ. ყველაფრით კმაყოფილი დავრჩი და მის მერე სხვასთან აღარ წავსულვარ. რაც მთავარია ვიღებ დროულ და ხარისხიან მომსახურებას.

  • Elegance- ს განვითარების ისტორია - იდეიდან რეალიზაციამდე

სარეკლამო კომპანია ოჯახური ბიზნესია, რომელიც მარიამ ტაინოვმა მეუღლესთან ერთად პირადი დანაზოგით 6 წლის წინ დაიწყო. „დანაზოგი დანადგარების შეძენას მოვახმარეთ, ფუნქცია-მოვალეობები გადავინაწილეთ და საერთო ძალებით შევეჭიდეთ ახალ საქმეს - მეუღლე მბეჭდავი და დიზაინერი იყო, მე მენეჯერულ საკითხებს ვაგვარებდი. ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა გზაზე, თუმცა ერთად ვვითარდებოდით, ვსწავლობდით და ბიზნესის ბრუნვა თანდათან იზრდებოდა“, - ამბობს Elegance-ს დამფუძნებელი მარიამ ტაინოვი Business Insider Georgia-სთან.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, Elegance- ს მარიამ ტაინოვი მართავს.

„მეუღლეს დავპირდი, რომ გავაგრძელებდი ჩვენს საქმეს. ყველაფერს გავაკეთებდი, რათა ხარისხითა და წარმოებით მოწინავე სარეკლამო კომპანიებისთვის გამეწია კონკურენცია ." - ამბობს Elegance- ს დამფუძნებელი.

დღეს Elegance-ს სარეკლამო ბაზარზე თავისი ნიშა აქვს და ჰყავს ბევრი კმაყოფილი დამკვეთი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები