USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 6%-ით მეტმა შშმ პირმა ისარგებლა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 6%-ით მეტმა შშმ პირმა ისარგებლა

2023-05-03 12:20:32

2022 წლის სტატისტიკით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე შშმ პაციენტების რიცხოვნობამ 29 741 შეადგინა, აქედან 63%-ი კაცია, ხოლო დარჩენილი 37%-ი ქალი. 

პროგრამით მოსარგებლე შშმ პაციენტებიდან გასული წლის სტატისტიკით, მკვეთრად გამოხატული (შშმ პირის სტატუსი) იყო 7 574 პაციენტი, მნიშვნელოვნად გამოხატული - 16 723 პაციენტი, ზომიერად გამოხატული - 1 478 პაციენტი, ხოლო შშმ ბავშვი - 3 966 პაციენტი.

საქსტატის ინფორმაციითვე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე შშმ პაციენტებში დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობამ 2022 წელს 76 622  შეადგინა.

2022 წლის მაჩვენებლებს თუ 2021 წლის სტატისტიკას შევადარებთ სახეზეა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე შშმ პაციენტების რიცხოვნობა 6%-ითაა გაზრდილი, რადგანაც 2021 წელს პროგრამით მოსარგებლე შშმ პაციენტების რაოდენობა 28 100 პირი იყო.

რაც შეეხება შემთხვევების სტატისტიკას აქ 7%-იან კლება ფიქსირდება. 

 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები