საქართველოსა და პარაგვაის რესპუბლიკას შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, „პარაგვაის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება“ ძალაში 2023 წლის 3 თებერვალს შევიდა ძალაში.
„ხსენებული შეთანხმების ძალაში შესვლა წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოსა და პარაგვაის რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.
ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი, კულტურული, ტურისტული და ბიზნეს კავშირების გაღრმავებას და სხვადასხვა სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას", - წერია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
უახლესი
1 წლის წინ
გიორგი ბარათაშვილის პოდკასტი