ქართული კულტურის დღეების ფარგლებში ბელგრადში (სერბეთის რესპუბლიკა), საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები, ქართული კულტურის საღამოს დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული პოლიფონიური სიმღერები ანსამბლ „ჰერიო"-ს შესრულებით და ქართული ტრადიციული ცეკვები სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთი"-ს შესრულებით, „ნაციონალური სამოსის სახლი"-ს ქართული ეროვნული სამოსის კოლექცია, გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა", ქართული ქვევრის ისტორია და ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული წესი.
ქართული კულტურის საღამოს ესწრებოდნენ სერბეთის მთავრობისა და ეროვნული ასამბლეის წევრები, მნიშვნელოვანი ბიზნეს სფეროების წარმომადგენლები, სერბეთსა და ბალკანეთის სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველი დიასპორელები. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციიდან კი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაულმა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ტურძელაძე.
საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს სერბეთის რესპუბლიკის პირველ ლედის - ქალბატონ ტამარა ვუჩიჩის, სერბეთის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორს, საქართველოს საპატიო კონსულს დრაგან შაგოვნვოვიჩს, კომპანია „Zepter International''-ის დამფუძნებელს და ქართული კულტურის დღეების მხარდამჭერს ფილიპ ცეპტერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულს - ილია კობერიძეს, ასეთი მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების მხარდაჭერისა და ორგანიზებისთვის.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ასევე შეხვდა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ბალკანეთის რეგიონიდან; მათთან ერთად გაიმართა დისკუსიები დიასპორული პროგრამების მნიშვნელობაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების, IT სფეროს წარმომადგენელთა შეკრებებზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს12 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება