რვა ღვინის ნიმუში, რვა მედალი და ორი ტროფი (ოქრო და ტროფი - ხიხვი ქვევრი 2018; ოქრო და ტროფი - საფერავი რეზერვი 2013; ოქრო - ქისი ქვევრი 2015) - ესაა იმ ჯილდოების ჩამონათვალი, რაც WinExpo Georgia ფარგლებში მე-13 საერთაშორისო ღვინის კონკურსში Mildiani Family Winery / საოჯახო მეღვინეობა მილდიანმა მიიღო.
კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ირაკლი ანდღულაძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ საოჯახო მეღვინეობა მილდიანი ავითარებს ღვინის ხაზს, რაც ნიშნავს ხარისხისადმი ერთგულებას.
„ეს ბიზნესი დიდი ხანია გასცდა საოჯახო მარნის მასშტაბებს. ჩვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ღვინოსთან და ასევე იმ ადამიანებთან ვისაც ამ პროდუქციას ვაწვდით“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
საოჯახო მეღვინეობა მილდიანის ღვინოები როგორც პრემიუმ, ისე ბიუჯეტურ სექტორშია წარმოდგენილი. კომპანია 20-მდე ჯიშის ყურძნით 100-მდე დასახელების ღვინოს აწარმოებს
„ყველზე დიდი გაყიდვების წილი მოდის დსთ-ს ბაზარზე. გახსნილია ჩინეთის ბაზარიც, თუმცა ყველაზე სტაბილური და მნიშვნელოვანი ჩვენთვის ევროკავშირის ბაზარია. მოთხოვნა იზრდება ქვევრისა და მშრალ ღვინოებზე, თუმცა სტაბილურად იყიდება ნახევრად ტკბილი ღვინოები“, - ამბობს ირაკლი ანდღულაძე
ბიუჯეტური ღვინოების ფასი 10-ლარიდან იწყება, ხოლო მაღალი სეგმენტის ღვინოების ფასი 100-ლარიდან ზევით,ხოლო დარეზერვებული დაძველებული ღვინოების ფასი კიდევ უფრო მაღალია.
კომპანია ღვინოებს ონლაინ ყიდის, თუმცა იგეგმება თბილისში ბრენდული მაღაზიის გახსნა.
„გვაქვს 2000 წლის რეზერვი. გაცილებით ძველი ღვინოები გვაქვს შემონახული და ჩვენს ბაზას ვაკეთებთ. ვგეგმავთ საკოლექციო ხაზის გამოშვებას. ეს პროექტი უკვე შეთანხმებულია“ - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
„საოჯახო მეღვინეობა მილდიანის“ ისტორია 1991 წელს იწყება, როდესაც ენთუზიაზმითა და მეღვინეობისადმი სიყვარულით სავსე ოთხი ძმა აფუძნებს კომპანიას, რომელიც მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა დღემდე იზრდება და ვითარდება. ”მილდიანი ჯგუფის” მფლობელობაშია: შპს ”წინანდლის ძველი მარანი”, შპს ”გურჯაანის ღვინის მარანი”, სუვენირული ღვინოების საწარმო _ შპს ”ვაზი-1” და სადისტრიბუციო კომპანია _ შპს ”ლეთრე”. „საოჯახო მეღვინეობა მილდიანი“ თავის მრავალფეროვან, მაღალხარისხოვან და თანამედროვე სტანდარტების მქონე პროდუქციას წარმატებით ყიდის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში