სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე აქტიურად მიმდინარეობს 28-ზე მეტი საინვესტიციო პროექტის მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც ხულოს მუნიციპალიტეტში განხორციელდება 200 მლნ ლარის ინვესტიცია და დამატებით შეიქმნება 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ვიწყებთ ახალი საბაგირო გზის მშენებლობას, რაც კიდევ უფრო განავითარებს კურორტს. წელს იქნება გარდამტეხი წელი ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის მხრივ. მნიშვნელოვანია, რომ შემუშავდა კურორტის განვითარების გენერალური გეგმა და მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა შექმნას საოჯახო მეურნეობები, ახალი სასტუმროები, რაც დამატებით იმპულსს შეიტანს ეკონომიკური განვითარების მხრივ.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში